Skip to main content

Posts

Featured

გოგო, რომელსაც უყვარს ცხენები

ბავშვობიდან ასე ვარ, სექტემბერი და სევდა ერთად მოდიან ჩემთან. თითქოს, ეს ბარაქიანი თვე მოსავლის აღებას, რთველს, ბევრ ხილსა და განსაკუთრებით დამტკბარ მზიან დღეებს უნდა უკავშირდებოდეს, მაგრამ მე არ მიყვარს. ბავშვობაში ის უზრუნველი და ცხელი ზაფხულის დამთავრებას და მეცადინეობის, სკოლის მომაბეზრებელი რუტინის დაწყებასთან ასოცირდებოდა. ახლაც სექტემბერს ზამთრის მოახლოება, მზიანი და თბილი დღეების დამოკლება, გრძელი ღამეების დაწყება და რაღაცნაირი, უმიზეზოდ სევდიანი განწყობის შემოჩვევა მოაქვს. ორი უდიდესი წმინდანის- მარიამის და ქეთევან დედოფლის ხსენების თვეა სექტემბერი, თითქოს ამ დროს ხელახლა მიიძინებს ”ქალთა შორის ყველაზე იდუმალი და დედათა შორის ყველაზე ვალმოხდილი” დედა-ღვთისმშობელი, თვის მიწურულს კი - ხელახლა აღესრულება მუხრან ბატონის ყველაზე უკეთილშობილესი, ულამაზესი და უჭკვიანესი ასული ქეთევანი. ”შემოდგომა ღვთისმშობელზე დარდის სეზონიაო”-ნიჭიერად დაწერს ერთი ქალბატონი და ჩემი სექტემბრის სევდაც ამოხსნილია... წელსაც, ბევრი თვის მერე, ისევ დაიწყო სწავლა, ტრადიციულად შუა თვეში და არა პირველ რ

Latest posts

დედა

ორი საუკუნის გზაჯვარედინზე

აფხაზეთი-საქართველო, რომელიც არასოდეს მინახავს

ერთი საუკუნე გასულა, პაპა!